ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ფრანსის სიერას საჯარო ლექცია „საერთაშორისო პერსპექტივიდან დანახული კატალონიის კონფლიქტი“

ღონისძიებები

6 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C315 აუდიტორიაში გაიმართება ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის (UAB) პროფესორის, ფრანსის სიერას საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო პერსპექტივიდან დანახული კატალონიის კონფლიქტი“.

მომხსენებელი საერთაშორისო ჭრილში განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ესპანეთის გაყოფა, კატალონიური პროექტი, 2017 წლის ოქტომბრის მოვლენები, ესპანური სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტების გავლენა კატალონიურ კონფლიქტზე და ა. შ. პროფესორი ასევე ისაუბრებს აღნიშნული მოვლენების გავლენაზე საერთაშორისო წესრიგსა და თვითგამორკვევის უფლებაზე და შეაფასებს ამჟამინდელი და ყოფილი მმართველობის პოლიტიკის სუსტსა და ძლიერ მხარეებს.

პროფესორ ფრანსის სიერას საკვლევი სფეროები მოიცავს ევროპისმცოდნეობასა და ეთნიკურ კონფლიქტებს აღმოსავლეთ ევროპაში, რომელზეც მას გამოქვეყნებული აქვს არაერთი წიგნი და სტატია.

დრო: 6 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: C315აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი შეკითხვებით მიმართეთ:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს
ელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge
ტელ.: (995 322) 220009 - 367 (ext)

 

ბანერები