ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ფრანც რაუხის საჯარო ლექცია: „რა არის პრაქტიკული კვლევა? თეორიული კონცეფციები და პრაქტიკული მაგალითები“

ღონისძიებები

13 ოქტომბერს, პარასკევს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ფრანც რაუხის საჯარო ლექცია: „რა არის პრაქტიკული კვლევა? თეორიული კონცეფციები და პრაქტიკული მაგალითები“.

პროფესორი ფრანც რაუხი ამჟამად ხელმძღვანელობს სკოლის განვითარების ინსტიტუტს კლაგენფურტის უნივერსიტეტში (ავსტრია). მას აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე მუშაობდა, როგორც მკვლევარი ინგლისისა და ამერიკის უნივერსიტეტებში.

პროფესორი რაუხი არის ჟურნალის Educational Action Research Journal ერთ-ერთი რედაქტორი და მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. მონაწილეობს არაერთ ევროპულ კვლევით და სტრუქტურული განვითარების პროექტში. მისი სწავლებისა და კვლევის სფეროა მდგრადი განვითარება განათლებაში, სკოლის განვითარება, საბუნებისმეტყველო განათლება, ქსელების განვითარება განათლებაში, პრაქტიკული კვლევა, მასწავლებელთა განათლება და პროფესიული განვითარება.

ლექციის ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 13 ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები