ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ფერნანდა როდრიგესის ლექცია

ღონისძიებები

11 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექციას წაიკითხავს ავეიროს უნივერსიტეტის პროფესორი ფერნანდა როდრიგესი.

ლექციის თემა: „ავეიროს უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიიის ფაკულტეტისა (DECivil-UA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კვლევა შენობების საინფორმაციო მოდელირებაზე (BIM)“.

მომხსენებლის შესახებ

ფერნანდა როდრიგესი უნივერსიტეტში ასწავლის და სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტის კურიკულუმების განყოფილებას ხელმძღვანელობს. იგი კვალიფიციური ექსპერტია შენობების თერმული და ენერგოეფექტურობის საკითხებში, ამასთან არის „პასიური სახლის“ სერტიფიცირებული დიზაინერი. ამჟამად ენერგოეფექტიანობასთან დაკავშირებულ ეროვნულ კვლევით პროექტებში მონაწილეობს. ასევე მუშაობს შენობების საინფორმაციო მოდელირების, ენერგორეაბილიტაციის, ენერგიის მაქსიმალურად დამზოგავი მშენებლობისა (Near Zero-Energy Buildings) და ,,პასიური სახლის“ შესახებ კვლევებზე. ფერნანდა როდრიგესს მრავალი მნიშვნელოვანი სტატია აქვს გამოქვეყნებული საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო ჟურნალებში და წარდგენილი აქვს მოხსენებები კონგრესებზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 11 ივნისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)

2019

ბანერები