ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ემა ლოსლის საჯარო ლექცია: „ასურელი მამების ნამოღვაწარის კვლევა: მითებისა და მტკიცებულებების განყოფა“

ღონისძიებები

19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში პროფესორი ემა ლოსლი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ასურელი მამების ნამოღვაწარის კვლევა: მითებისა და მტკიცებულებების განყოფა“.

მომხსენებლის შესახებ

ქალბატონი ემა ლოსლი ექსეტერის (დიდი ბრიტანეთი) თეოლოგიისა და რელიგიის უნივერსიტეტის პროფესორია და უკვე 2 ათეული წელია, წარმატებით იკვლევს აღმოსავლეთის ქვეყნების ქრისტიანული კულტურის პრობლემებს. მას ამ სამყაროს ქრისტიანული ძეგლების ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი, ხელოვნებათმცოდნეობითი და არქეოლოგიური შესწავლის შედეგებისადმი მიძღვნილი მრავალი წიგნი და სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არქეოლოგიურად იკვლევდა ადრეული ქრისტიანობის ეპოქის სირიულ სატაძრო და სამონასტრო ნაგებობებს ბიზანტიურ თუ სხვა ქრისტიანული ქვეყნების ანალოგიური ძეგლების ფონზე.

უკვე 6 წელია, პროფესორი ემა ლოსლი ქართული ქრისტიანობის ისტორიის პრობლემებითაც დაინტერესდა. მისი მოხსენება საქართველოში ათცამეტი ასურელი მამის მოსვლისა და მოღვაწეობის ზოგიერთი ასპექტის ახლებურად წარმოჩენას ეძღვნება.

დრო: 19 ოქტომბერი, 15:00 საათი

 ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები