ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ დოროთი კიმიხის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

31 მაისს, 17:00 საათზე, ილიაუნის D 305 აუდიტორიაში ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ტიუბინგენის უნივერსიტეტის პროფესორი დოროთი კიმიხი ისაუბრებს თემაზე: „არავის მიწის კოლონიზება? რამდენიმე შენიშვნა კულტურის ისტორიის ერთი რთული კატეგორიის თაობაზე" (Colonizing no man´s land? Some remarks about a difficult category in cultural history).

მომხსენებლის შესახებ

დოროთი კიმიხი, გერმანელი ლიტერატორი და კულტურის თეორეტიკოსი, ახალი გერმანული ლიტერატურის პროფესორია ტიუბინგენის უნივერსიტეტში. მისი ბოლოდროინდელი ნაშრომებიდან გამოირჩევა მსგავსების, როგორც კულტურულ-თეორიული პარადიგმის, კვლევა.

დოროთი კიმიხის რჩეული ნაშრომებია: Lebendige Dinge in der Moderne. Konstanz University Press, Konstanz 201; თობიას ვილკესთან ერთად: Einführung in die Literatur der Jahrhundertwende (= Einführungen Germanistik). Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 2006

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 31 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: D 305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები