ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ დონა ფარინას მოხსენება თემაზე: " მეორე ენის ათვისება და ორენოვნება"

ღონისძიებები

7 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დონა ფარინა წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: " მეორე ენის ათვისება და ორენოვნება".

პროფესორი დონა ფარინა მუშაობს ინგლისურის, როგორც მეორე ენის, სწავლების და ბილინგვური განათლების საკითხებზე. თავის მოხსენებაში ის შეეხება შემდეგ საკითხებს: როგორ ხდება ენის ათვისება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რა ხელისშემშლელი დახელისშემწყობი ასპექტები არსებობს მეორე ენის ათვისების პროცესში მეთოდური თვალსაზრისით და მოცემული საკითხები როგორ ისწავლება ონლაინკურსის ფორმატში ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტში.

მოხსენება წარიმართება ინგლისურ ენაზე.

დრო: 7 ოქტომბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები