ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ჯოზეპ ვილიას საჯარო ლექცია

ღონისძიებები

30 მარტს, ხუთშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H111 აუდიტორიაში ჟირონის უნივერსიტეტის (კატალონია, ესპანეთი) პროფესორი, ჯოზეპ ვილია (Josep Vila Subirós), წაიკითხავს საჯარო ლექციას, რომელიც შეეხება ხმელთაშუაზღვისპირეთის მთებში მიმდინარე ლანდშაფტურ ცვლილებებს და მათ კავშირს კლიმატის ცვლილებასთან.

ლექციის თემაა: „land use and cover change in the Mediterranean mountains in a context of climate change“ („მიწის გამოყენება და ლანდშაფტის ცვლილება ხმელთაშუაზღვისპირეთის მთებში კლიმატის ცვლილების პირობებში“).

მომხსენებლის შესახებ

გეოგრაფიის დოქტორი (2000 წ.) და ჟირონის უნივერსიტეტის (კატალონია, ესპანეთი) გარემოსდაცვის ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორი, ჯოზეპ ვილია (Josep Vila Subirós), 2008-2016 წლებში ასრულებდა ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობას, ასევე გახლდათ წევრი კვლევითი ჯგუფისა "გარემო და გეოგრაფიული საინფორმაციო ტექნოლოგიები“. დოქტ. ჯოზეპ ვილიას კვლევითი ინტერესებია: ლანდშაფტური ეკოლოგია და ბუნების დაცული ადგილები. იგი არაერთი წიგნისა თუ სტატიის ავტორია.

ლექციის ენა: ინგლისური

დრო: 30 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: H111 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები