ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ჯორჯ ჯეფერსონის საჯარო ლექცია განათლების თემაზე

ღონისძიებები

26 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი და მწვრთნელი განათლების მიმართულებით, ჯორჯ ჯეფერსონი, წაიკითხავს საჯარო ლექციას განათლების თემაზე, კერძოდ, ლექცია შეეხება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა: სწავლების ფილოსოფია, ეფექტური პრეზენტაცია, სტუდენტების შეფასება და აკადემიური პერსონალის თვითშეფასება, შედეგზე ორიენტირებული სწავლება, სკოლების ეფექტიანობის შეფასება და სხვ. საჯარო ლექცია ჩატარდება მასტერკლასების სერიის ფარგლებში, რომელსაც პროფესორი ჯორჯ ჯეფერსონი მართავს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში და რომელიც მიზნად ისახავს განათლების მიმართულების პროფესორების, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტების პროფესიულ განვითარებას.

პროფესორი ჯორჯ ჯეფერსონის შესახებ დეტალურად იხილეთ თანდართულ ფაილში.

დრო: 26 ივლისი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები