ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ დავით მალაზონიას საჯარო ლექცია ილიაუნის ახალგაზრდულ ცენტრში

ღონისძიებები

10 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სრული პროფესორი, დავით მალაზონია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ინტერკულტურული განათლება“.

შეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა დაინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), ფონდთან ALPE და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთანერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ცენტრის შესახებ

თბილისის ახალგაზრდული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2013 წელს დაარსდა. ცენტრის წევრები, ქართველებთან ერთად, საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტებიც არიან. ცენტრი ეხმარება თავის წევრებს სტაჟირების დაწყებაში და მათთვის რეგულარულად გეგმავს/ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს: საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში საინფორმაციო /გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს, ტრენინგებსა და ლექცია-სემინარებს.

დრო: 10 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისის ახალგაზრდული ცენტრი, D106 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ #32), 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები