ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ დავით აფრასიძის საჯარო ლექცია: „ევროპეიზაცია, გეოპოლიტიკა და საჯარო პოლიტიკა. სომხეთისა და საქართველოს მაგალითი“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრი იწყებს ლექციათა სერიას: „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“. სალექციო კურსის ფარგლებში, მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე, მეწარმეობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე.

21 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ლექციათა სერიის ფარგლებში, პირველ შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, დავით აფრასიძე.

ლექციის თემაა: „ევროპეიზაცია, გეოპოლიტიკა და საჯარო პოლიტიკა. სომხეთისა და საქართველოს მაგალითი“.

მომხსენებელი წარმოადგენს შედარებით ანალიზს, თუ სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანაში -საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე საჯარო პოლიტიკურ ცვლილებებზე რა გავლენა იქონია ევროპეიზაციის პროცესმა; ასევე, იგი შეეხება რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ გეოპოლიტიკურ კონკურენციას და მის შედეგებს ევროკავშირის პოლიტიკაზე.

ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია, რომელზეც განხილული იქნება, თუ რა კავშირი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, ევროპასთან დაახლოებასა და გეოპოლიტიკას, ხოლო, მეორე მხრივ, საჯარო პოლიტიკას შორის. 

დრო: 21 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები