ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ატილა მელეჰის საჯარო ლექციათა ციკლი პოსტკოლონიური კვლევების შესახებ

ღონისძიებები

18,19 და 20 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ბუდაპეშტის დემოგრაფიული ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის პროფესორი, ატილა მელეჰი, წაიკითხავს საჯარო ლექციათა ციკლს პოსტკოლონიური კვლევების შესახებ.

 კურსის ფარგლებში, გავაანალიზებთ პოსტკოლონიური კვლევების ცენტრალურ ფორმებსა და თეორიებს; ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს კოლონიალიზმს გლობალურ საზოგადოებაზე, რა კოგნიტურმა და არაკოგნიტურმა სტრუქტურებმა შეუწყვეს ხელი გლობალური იერარქიების შენარჩუნებას; შევეცდებით, გავაანალიზოთ იმპერიალიზმისა და ჩაგვრის გლობალური ფორმები, გავაკრიტიკოთ ისტორიის ევროცენტრისტული გაგება და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევცვალოთ პერსპექტივები, თუკი კოლონიურ ისტორიას მხედველობაში მივიღებთ; განვიხილავთ ჰეგემონიური ცოდნის ისეთ ფორმას, როგორიც ორიენტალიზმია, ასევე - იმასაც, თუ როგორ შეიძლება აღმოსავლეთ ინტეგრირება დასავლეთ-აღმოსავლეთის იერარქიაში და როგორ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ამ იერარქიულ აზროვნებას.

ლექციათა განრიგი და თემატიკა:

დრო: 18 იანვარი, 17:00-20:00 საათი
ლექცია: ევროპული სასწაულის მითი
თემატიკა: რისთვის გვჭირდება ზედსართავ “კოლონიურის” მიმაგრება კაპიტალიზმისთვის? განვიხილავთ უახლოეს შედეგებს კაპიტალიზმის გლობალური დაბადების კვლევაში (პომერანცი, ბოროჩი) და ვიკითხავთ, რატომ და რისთვის გვჭირდება სოციალური ცვლილების გლობალურად ინტეგრირებული თეორია.
განსახილველი ფილმები: „ალჟირის ბრძოლა“, „შავი ვენერა“

დრო:
19 იანვარი, 17:00-20:00 საათი
ლექცია: ევროპული კოლონიური სისტემის კოლაფსი
თემატიკა: განვიხილავთ იმპერიალიზმის ცნებასა და იმას, თუ რატომ ჩამოიშალა იგი; შევეცდებით, გამოვარკვიოთ გვიანდელი კოლონიური პოლიტიკური ძალადობის სისტემა კენიის, კონგოსა და ალჟირის მაგალითებზე. ვიმსჯელებთ იმაზეც, თუ რატომ დადგნენ ახლად გათავისუფლებული ქვეყნები ურთულესი ბარიერების წინაშე. შევეხებით “მძარცველი” და “განვითარებადი” ქვეყნის ევანსისეულ ცნებებს.
განსახილველი ფილმი: „ლუმუმბა“
დისკუსია: კონტროლისა და იმპერიალიზმების ახალი ფორმები
სემინარი: ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპა
თემატიკა: ვიმსჯელებთ, რას ნიშნავს აღმოსავლეთ-დასავლეთის ფერდობი და როგორ შეგვიძლია აღმოსავლეთევროპული ჯგუფების მოცემულ იერარქიაში პოზიციონირება. განვიხილავთ დასავლეთ კოლონიური მემკვიდრეობის ასპექტებსა და კოლონიურ ტექნიკებს, რომელსაც იგი იყენებდა.
ინტერვიუების ანალიზი

დრო: 20 იანვარი, 12:00-15: 00 საათი
ლექცია: ჯანყი ორიენტალიზმის წინააღმდეგ და ლტოლვილთა კრიზისი
განსახილველი ფილმი: „ჩვენ ახალგაზრდები და ძლიერები ვართ“. ფილმი ეხება „აღმოსავლეთისა“ და ევროპის ახლებურ ინტერაქციას და იმას, თუ როგორ შეგვიძლია მოვიაზროთ ეს ურთიერთობა.
დისკუსია: აღმოსავლეთ ევროპა და ლტოლვილთა საკითხი სახელმწიფო სოციალიზმის კოლაფსის კონტექსტში

საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები