ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ არჩილ აბაშიძის საჯარო ლექცია ილიაუნის ახალგაზრდულ ცენტრში

ღონისძიებები

13 ივნისს,15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D106 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი არჩილ აბაშიძე  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საინფორმაციო ტექნოლოგიები და დემოკრატიის მომავალი“.

შეხვედრა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, პროექტის - „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა დაინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA)“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციასთან (UNAG), ფონდთან ALPE და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთანერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

ცენტრის შესახებ

თბილისის ახალგაზრდული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2013 წელს დაარსდა. ცენტრის წევრები საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტებიც არიან. ცენტრი ეხმარება თავის წევრებს სტაჟირების დაწყებაში და მათთვის რეგულარულად გეგმავს/ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს: საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში საინფორმაციო /გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს, ტრენინგებსა და ლექცია-სემინარებს.

დრო: 13 ივნისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისის ახალგაზრდული ცენტრი, D106 აუდიტორია(ჭავჭავაძის გამზ #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები