ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ანდრეას არნდტის საჯარო ლექცია: ლენინის მიერ ჰეგელიანური მარქსიზმის ინტერპრეტირება

ღონისძიებები

2 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი”, პროექტის - “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი” - ფარგლებში, ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი, ანდრეას არნდტი, წაიკითხავს საჯარო ლექციას: “ლენინის მიერ ჰეგელიანური მარქსიზმის ინტერპრეტირება”.

მოხსენების ძირითადი თემატიკაა ვლადიმერ ლენინის მიერ დამუშავებული ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მნიშვნელობის წარმოჩენა მარქსის დიალექტიკური მატერიალიზმის ხელახალი გადააზრებისთვის, რომელმაცცხადყო, რომ კარლ მარქსის დიალექტიკის გააზრება ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის საფუძვლების გაგების გარეშე შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლენინის მიერ ჰეგელიანური სისტემის დამუშავებამ მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა დასავლური ჰეგელიანური მარქსიზმის ჩამოყალიბებას და რუსული და ევროპული ინტელექტუალური სივრცის დაახლოებას.

მომხსენებლის შესახებ

ანდრეას არნდტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის პროფესორი და ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიის შლაიერმახერის კვლევითი განყოფილებისხელმძღვანელია. 1977-დან 1979 წლამდე, როგორც ბილეფილდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ჩართული იყო მარქსის ფილოსოფიის კვლევით ჯგუფში. 1987 წელს ჰაბილიტაცია შეასრულაბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ნაშრომით: ”კარლ მარქსი და მისი თეორიის საზრისისეული კავშირის მცდელობა”. ანდრეას არნდტი მოღვაწეობდა ბერლინის თეოლოგიურ სემინარიაში და იენის უნივერსიტეტში. 1992წლიდან არის ჰეგელის ინტერნაციონალური საზოგადოების საბჭოს ხელმძღვანელი; ასევე - შლაიერმახერის ფონდის და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი.

რჩეული პუბლიკაციები:

• “ლენინი - პოლიტიკა და ფილოსოფია” (1982)

• “კარლ მარქსი. მისი თეორიის საზრისისეული კავშირის მცდელობა” (1985)

• “დიალექტიკა და რეფლექსია. გონების ცნების რეკონსტრუქციისთვის” (1994)

ლექციის ენა: გერმანული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 2 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. 32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები