ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ანდრეა პეტროსელის საჯარო ლექცია „წვიმის მოდელირება მცირე ზომის ხეობების შემთხვევაში“

ღონისძიებები

24 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსში გაიმართება ტუსკიის უნივერსიტეტის (იტალია) ასოცირებული პროფესორის ანდრეა პეტროსელის საჯარო ლექცია თემაზე: „წვიმის მოდელირება მცირე ზომის ხეობების შემთხვევაში“.

მომხსენებლის შესახებ

ანდრეა პეტროსელი ტუსკიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მეწარმეობის ფაკულტეტის ჰიდრავლიკისა და წყალგამყოფის მართვის მიმართულების ასოცირებული პროფესორია. მას მიჰყავს წყლის ინჟინერიისა და ჰიდროლოგიური მოდელირების კურსები აგრომეტყევეობის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე ჰიდრავლიკური მოდელირების კურსი მექანიკის ინჟინერიის სკოლის სამაგისტრო საფეხურზე.

პროფესორი ანდრეა პეტროსელი რამდენიმე საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ჰიდრავლიკის მიმართულებას ხელმძღვანელობს და თანამშრომლობს როგორც ტუსკიის უნივერსიტეტის, ისე სხვა უნივერსიტეტების კვლევით ჯგუფებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია იტალიის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ნეპალის ერთობლივი პროექტი „ზეთისხილის წარმოების ხელშეწყობა ნეპალში“.

სემინარი ორ ნაწილს მოიცავს:

  • თეორიული ნაწილი: წვიმის მოდელირება: The Width Function Based Instantaneous Unit Hydrograph (WFIUH) Model;  

  • პრაქტიკული ნაწილი: EBA4SUB - Event Based Approach for Small and Ungauged Basins.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 24 ივნისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ტექნოლოგიური კორპუსი, 1-ლი სართული, საკონფერენციო დარბაზი (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


საკონტაქტო ინფორმაცია

☏ (+995 32) 2 22 00 09 (180)
✉ bte@iliauni.edu.ge
➳ ოთახები:E302 E 305, E303, E405, E403
ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5


ბანერები