ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ალიონა ლედენიოვას საჯარო ლექცია:„სამყარო ქვემოდან: მასალები გლობალური არაფორმალობის პროექტიდან"

ახალი ამბები

28 სექტემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსული პოლიტიკისა და საზოგადოების აღიარებული მკვლევარი, პროფესორი, ალიონა ლედენიოვა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „სამყარო ქვემოდან: მასალები გლობალური არაფორმალობის პროექტიდან".

მომხსენებლის შესახებ

ალიონა ლედენიოვა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორია და რუსეთში არაფორმალური მმართველობის მსოფლიო დონის ექსპერტად მიიჩნევა. მისი ინტერესების სფერო მოიცავს კორუფციას, ეკონომიკურ დანაშაულებს, რუსეთის არაფორმალურ მმართველობას, კორპორაციული მართვის არაფორმალურ პრაქტიკასა და პატრონ-კლიენტურ ურთიერთობებს რუსეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. 

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 28 სექტემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები