ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორ ალფონსო რეკორდარეს საჯარო ლექცია

ღონისძიებები

29 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროფ. ალფონსო რეკორდარე / Alfonso Recordare წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:„კარის ვენის არტერიალიზაცია ღვიძლის ტოქსიკური უკმარისობის დროს“.

თემის მოკლე აღწერა

ღვიძლის მწვავე უკმარისობა სიცოცხლისთვის საშიშია და ხშირად ღვიძლის ტრანსპლანტაციას საჭიროებს. კარის ვენის არტერიალიზაცია, რასაც ტრანსპლანტოლოგიასა და ღვიძლის ქირურგიაში იყენებენ, იმედის მომცემი მეთოდია. არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში ეს მიდგომა ნეკროზის პრევენციის საშუალებას იძლევა და რეგენერაციის პროცესს აჩქარებს. ამ მეთოდის გამოყენების ეფექტურობა ღვიძლის მწავე უკმარისობის დროს ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა არსებობს ექსპერიმენტული და კლინიკური მონაცემები, რომლებიც წარმოაჩენს ამ პროცედურის პოტენციურ სარგებელს. კლინიკური შემთხვევის პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებელი განიხილავს კარის ვენის არტერიალიზაციის გამოყენების თეორიული საფუძვლებსა და ექსპერიმენტულ შრომებს.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 29 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებაროება: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ.№1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები