ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფ. დრ. ვაიგელის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

12 ივნისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში პროფ. დრ. ზიგრიდ ვაიგელი წაიკითხავს საჯარო ლექციას, სათაურით – „ჰანა არენდტი – აზრები და ნაწერები განსხვავებულ პოლიტიკურ და ენობრივ კულტურათა უფსკრულის თავზე“.

ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, სინქრონული ქართული თარგმანით.

ზიგრიდ ვაიგელის ლექცია ეძღვნება ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დაარსებას და სოცკულტსა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრს (ZfL) შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბერლინის კულტურისა და ლიტერატურის კვლევის ცენტრს (ZfL) შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის შეთანხმებას. ამ თანამშრომლობის გაღვივებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად, ZfL-ის დირექტორს, პროფ. დრ. ზიგრიდ ვაიგელს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. 

დრო: 12 ივნისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა : G 106 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია

ბანერები