ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ ტრენინგ-სესიები

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის –შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET -Assessment Tools for new learning environments in higher education institutions) –ფარგლებში გთავაზობთ შემდეგ ტრენინგ-სესიებს:

  1. ღია ციფრული სამკერდე ნიშნები

ღია სამკერდე ნიშნები ფართოდ გამოიყენება ტალინის უნივერსიტეტში, როგორც ახალი ტრენდი საგანმანათლებლო ტექნოლოგიებში. ეს ინსტრუმენტი წარმოადგენს შეფასების ახალ საშუალებას. მრავალი პედაგოგის აზრით, ღია ციფრულ სამკერდე ნიშნებს უდიდესი პოტენციალი აქვს, ხელი შეუწყოს სტუდენტის სწავლას და შეცვალოს სწავლის მიღწევების აღიარება, რათა შეფასება და მიღწევები უფრო თვალშისაცემი გახდეს და აღიარებულ იქნას ინსტიტუციის ფარგლებს გარეთ.

სესია გაიმართება 2019 წლის 15 მაისს, 14:00-დან 16:00 საათამდე E102 აუდიტორიაში.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2DxWOpP

  1. კრიტიკული მეგობრის მიდგომა

კრიტიკული მეგობარი კომპლექსური, ინტეგრირებული მიდგომაა, დაფუძნებული სწავლების კონსტრუქტივისტულ პრინციპებსა და რეფლექსიურ პრაქტიკაზე. იგი ემყარება ურთიერთსწავლებას, თანამშრომლობასა და გამოწვევებისადმი მზაობას. ასეთი მიდგომა ფართოდ გამოიყენება წარმატებული დასავლური ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებში და  ეფექტური გზაა, რომელიც ფოკუსირებულია მასწავლებლებსა და სტუდენტებს, ასევე თავად სტუდენტებს შორის ეფექტური უკუკავშირის გზით პროფესიული განვითარებისკენ.

სესია გაიმართება 2019 წლის 15 მაისს, 11:00-დან 13:00 საათამდე E207 აუდიტორიაში.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2UW7SI3

  1. ურთიერთშეფასება/რეფლექსიური დღიური

ურთიერთშეფასება არის პროცესი, როდესაც სტუდენტები აფასებენ სტუდენტებს.  თანატოლების მიერ შეფასებისას სტუდენტებს უძლიერდებათ გაკვეთილის სწავლის მიზნებისა და წარმატების კრიტერიუმების გაგება, რაც, თავის მხრივ, ეხმარება მათ საკუთარი სწავლის შეფასებაში. მთავარი გამოწვევა, რომელსაც ASSET ექსპერტები აწყდებიან, შეფასების ამ ინსტრუმენტის დიდ კლასებში გამოყენებაა. აღნიშნული ნაშრომის მიზანია განახლებული ურთიერთშეფასების ინსტრუმენტების შეთვაზება, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება პრაქტიკულ სასწავლო გარემოში დიდ კლასებში როგორც ისრაელში, ისე საქართველოში.

რეფლექსიური დღიურების მიზნებია სასწავლო პროცესზე დაკვირვებისა და რეფლექსიის ასახვა. სწავლაზე რეაგირების ჩანაწერების ძირითადი სარგებელი მდგომარეობს ისეთი გარემოს შექმნაში, რომელშიც სტუდენტები თავისუფლად გამოხატავენ თავიანთ წუხილებს და ექსპერიმენტებს ატარებენ სწავლის პროცესში. მიზანი სტუდენტების წახალისებაა, რათა აღმოაჩინონ და გააზიარონ საკუთარი აზრები და დაფიქრდენენ ჯგუფურ მუშაობაზე, და არა პრაქტიკაში აქამდე გამოყენებულ ინდივიდუალურ მიდგომებზე.

სესია გაიმართება 2019 წლის 15 მაისს, 14:00-დან 16:00 საათამდე E207 აუდიტორიაში.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2Ps7Phj

  1. კონცეპტუალური რუკები (CoMa)

კონცეპტუალური რუკები (CoMa) ცოდნის ვიზუალურად გადმოცემის საშუალებას გვაძლევს. პროცესი, ერთი მხრივ, გვეხმარება ინფორმაციის სტურუქტურირებასა და ორგანიზებაში და, მეორე მხრივ, მათ შორის კონცეპტუალური კავშირების დამყარებაში. სასწავლო პროცესში კონცეპტუალური რუკების გამოყენება ლექტორს საშუალებას აძლევს შეაფასოს, თუ როგორ უკავშირებენ სტუდენტები შესწავლილ მასალას კურსის საერთო მიზანს. ტრენინგზე შემთავაზებული იქნება კონცეპტუალური რუკების ტექნოლოგიური პლატფორმები და შეფასების მეთოდები.

სესია გაიმართება 2019 წლის 15 მაისს, 11:00-დან 13:00 საათამდე E102 აუდიტორიაში.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2Zyaqej

  1. სოციოემოციური უნარების შეფასება

სოციოემოციური უნარებს, როგორც წესი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ ასწავლიან და არც რომელიმე საგნის სწავლებაში შედის. ASSET - პროექტის წევრთა გარკვეულ ჯგუფმა მოამზადა განმავითარებელი შეფასების აღნიშნული ინსტრუმენტი, რომელიც სტუდენტის მიერ მართული პროცესია, მაგრამ აფასებს ორივე – სტუდენტიც და მასწავლებელიც.

სესია გაიმართება 2019 წლის 15 მაისს, 11:00-დან 13:00 საათამდე F303 აუდიტორიაში.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/2DzvzeH

სამუშაო ენა: ინგლისური


 საკონტაქტო პირები: 

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის დირექტორი - სოფიო ლობჟანიძე –sopiko_lobjanidze@iliauni.edu.ge
ტელ.: 599 54 06 22;

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge
ტელ.: 599 89 96 69.

გისურვებთ წარმატებას.


ბანერები