ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტის „საბჭოთა და გერმანელი ომის ტყვეები და ინტერნირებული ადამიანები" პრეზენტაცია

ღონისძიებები

14 მარტს, 19 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში დოქტორი ანდრეა ჰილგერი ( Andrea Andrea Hilger, German Historical Institute Moscow) და დოქტორი ჰაიქე ვინკელი (Heike Winkel, German War Graves Commission) გამართავენ კვლევისა და დოკუმენტაციის პროექტის  – „დაკარგული სულების ძიება –  „საბჭოთა და გერმანელი ომის ტყვეები და ინტერნირებული ადამიანები" – პრეზენტაციას.

პროექტი დაიწყო 2016 წლის 22 მარტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და სერგეი ლავროვის მიერ შემუშავებული ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე. პროექტის მიზანია, გადაწყვიტოს საბჭოთა და გერმანელი მეორე მსოფლიოს ომის ტყვეებისა და ინტერნირებული ადამიანების ბედი. პროექტის ფარგლებში ყველა საარქივო მასალა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ამ ადამიანების ბედზე, გადაისინჯება, გადაიყვანენ ციფრულ ფორმატში და განთავსდება საინფორმაციო ბაზაში, შემდგომ კი ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.

შემდეგ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SovLab) გამართავს თავისი კვლევის – ომის ტყვეები საქართველოში და საქართველოდან – პრეზენტაციას.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 14 მარტი, 19:00-20:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები