ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ საანგარიშო შეხვედრა

ღონისძიებები

25 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ მესამე საანგარიშო პერიოდის სამუშაო შეხვედრა.

პროექტში ჩართული არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და დოქტორანტები. პროექტში მონაწილე მკვლევრები წარადგენენ საერთაშორისო რეფერირებადი აკადემიური ჟურნალის The Caucasus Survey სპეციალური ნომრისთვის გათვალისწინებული სტატიების სამუშაო ვერსიებს. ასევე  ისაუბრებენ ზოგადად პროექტით განსაზღვრული სამუშაოების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ.

 

დრო: 25 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები