ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ საანგარიში შეხვედრა

ღონისძიებები

29 ივნისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის პროექტის „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“ I საანგარიშო პერიოდის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა.

შეხვედრის თემა: „პროექტის საკვლევი საკითხები, თეორიული მიდგომები და ლიტერატურის მიმოხილვა“

წამყვანი ორგანიზაცია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თანამონაწილე ორგანიზაცია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.

დრო: 29 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილი 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები