პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია
ღონისძიებები
17 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია.
პროექტი მოიცავს ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებით ონლაინლექსიკონსა და მიზნობრივ სავარჯიშოებს. ახალი ციფრული რესურსი ენის ათვისების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართული ენის შემსწავლელ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და უცხოელ სტუდენტებს.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი და უნილაბი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 17 ივლისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026