ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტის „ქალაქ თბილისის ჰოსპიტალური სექტორის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის ანალიზი – Smart Specialisations-ის მეთოდოლოგიის კომპონენტების გამოყენებით“ კვლევითი ანგარიშის პრეზენტაცია

ღონისძიებები

18 მარტს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის კვლევების ცენტრისა და PMC კვლევითი ცენტრის ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება პროექტის „ქალაქ თბილისის ჰოსპიტალური სექტორის და მისი ღირებულებათა ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის ანალიზი – Smart Specialisations-ის მეთოდოლოგიის კომპონენტების გამოყენებით“ კვლევითი ანგარიშის პრეზენტაცია. 

მომხსენებელი – გიორგი ხიშტოვანი, ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, PMC RC დირექტორი

კვლევები მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში. კვლევის შედეგებთან ერთად ღონისძიებაზე განიხილავენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს.

გთხოვთ დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 16 მარტის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე nino.pataraia@iliauni.edu.ge


დრო: 18 მარტი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი .ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები