ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტის მენეჯმენტის პროფესიის მიმოხილვა – ალექსეი ბაბუხის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

4 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში კომპანია Devexperts-ის ინიციატივით ტრენერი ალექსეი ბაბუხი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „პროექტის მენეჯმენტის პროფესიის მიმოხილვა“.

მომხსენებელი ისაუბრებს აქტუალურ და საინტერესო თემებზე და უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს.

მომხსენებლის შესახებ

ალექსეი ბაბუხი პროფესიული სერტიფიცირებისა (PMP) და შვიდწლიანი გამოცდილების მქონე პროექტის მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელია. მან წარმატებით იმუშავა 15-ზე მეტ პროექტზე, მეთვალყურეობდა მიწოდების განყოფილების მუშაობას.

ამჟამად ხელმძღვანელობს პროექტის მენეჯერთა 25-კაციან გუნდს.

პრეზენტაციის შინაარსი:

  • რა არის fintech?
  • Devexperts-ის გადაწყვეტილებები, fin. ბაზრები
  •  Fintech პროექტების მართვა
  • პროექტის მენეჯერის როლი ტიპურ დავალებაში
  • პროექტის მენეჯერისთვის აუცილებელი უნარები

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 4 მაისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები