ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შეჯამებელი ღონისძიება

ღონისძიებები

1–ლ ოქტომბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  B201 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შეჯამებელი ღონისძიება, რომელზეც განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია წარდგება პროექტის შემაჯამებელი ანგარიშით. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი, ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორი ნატალია ინგოროყვა და ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მანანა კაპეტივაძე.  თემატურ პრეზენტაციას გამართავს ს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი სვარუპ რავალი (ხელოვნების მასწავლებელი, ინდოეთი).  

პროექტის შესახებ

პროექტს „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ ახორციელებს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია პედაგოგებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის აქტუალიზაციისა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებელთა მონაწილეობით. 

პროექტი ითვალისწინებდა დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები. ისინი სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.  მასწავლებელთა მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლები, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ. 

ღონისძიებას დაესწრება  120 მოწვეული მასწავლებელი. 

დრო: 1-ლი ოქტომბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობაB201 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები