ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტის „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“ ანგარიში

ღონისძიებები

15 აპრილს, 17:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი წარადგენს პროექტს: „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“.

ადგილობრივი მმართველობის არსებული კონსტიტუციური სტატუსი, ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, ბუნდოვანია და ბევრ კითხვას აჩენს. თვითმმართველობის არსებული ინსტიტუტები გადაწყვეტილებებს კვლავაც მოქალაქეთა არასაკმარისი ჩართულობის პირობებში იღებენ. საკითხის გამოკვლევისა და რეფორმის პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს კვლევით და კამპანიური შინაარსის ღონისძიებებს.

ღონისძიებაზე წარმოგიდგენთ პროექტის პირველ ეტაპზე შესრულებული კვლევის ანგარიშს, გაგაცნობთ სამართლებრივი კვლევის ჩარჩოებს და გავმართავთ ღია დისკუსიას კვლევის ძირითად მიგნებებზე.

ღონისძიებას გაუძღვება კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე. ნაშრომებს წარმოადგენენ კონტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევრები.

* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


დრო: 15 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამხ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები