ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტი „ზამთრის აკადემია“ ილიაუნის მონაწილეობით

ღონისძიებები

2017 წლის 4-6 დეკემბერს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი ბრემენის უნივერსიტეტში ატარებს შეხვედრების ციკლს ზამთრის აკადემია (Zweite Winterakademie „Bildung mit Europa“). პროექტის მიზანია, გერმანიისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების საუნივერსიტეტო ქსელის შექმნა. პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტები შეიმუშავებენ ელექტრონული სწავლების საერთო სისტემას, რომლის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტები მოამზადებენ ონლაინკურსებს და შეიმუშავებენ ამ კურსების აღიარების საერთო წესებს.

კავკასიის რეგიონიდან პროგრამაში ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.   

შეხვედრას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ონლაინ რეჟიმში: https://www.youtube.com/watch?v=HWzG4sbqc74

ბანერები