ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტი ილიაუნი+ ილიაუნის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

„შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ

გაქვს დრო და სურვილი, 2016 წლის გაზაფხულის სემესტრში უკეთ გაიცნო უნივერსიტეტი და უფრო აქტიურად ჩაერთო საუნივერსიტეტო ცხოვრებაში? ბევრ საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა? შეიძინო ახალი მეგობრები და გამოცდილება? გაიმრავალფეროვნო ინტერესები?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გახდე პროექტ ილიაუნი+-ის მონაწილე და შენი საუნივერსიტეტო ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადო. 

პროექტის აღწერა

პროექტი ილიაუნი+ მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო და სოციალურ ცხოვრებაში სტუდენტების ჩართულობის გაზრდას. კონკურსის წესით შეირჩევა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პირველი და მეორე კურსის 50 სტუდენტი, რომლებიც გაზაფხულის სემესტრში მრავალ საინტერესო პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების არასრული სია

  • საგაზაფხულო სკოლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რეგიონალურ სასწავლო ცენტრებში;
  • საჯარო ლექციები თანამედროვე საზოგადოებისა და კულტურის საინტერესო ასპექტების შესახებ;
  • ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში;
  • ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში;
  • შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებთან, საინტერესო კვლევების გაცნობა;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიების დათვალიერება;
  • ვიზიტი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში;
  • ვიზიტი ოკუპაციის მუზეუმში;
  • ვიზიტი პრეზიდენტის რეზიდენციაში;
  • ვიზიტი ეროვნულ ბანკში;
  • მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ დაგეგმილ საველე გასვლებში;
  • ვიზიტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყაზბეგის სასწავლო ცენტრში.

დეტალურ განრიგს შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ელექტრონულ მისამართზე. მონაწილეებს შეეძლებათ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით დარეგისტრირდნენ ამა თუ იმ ღონისძიებაზე. პროექტის დასასრულს, სავალდებულოა მისი შეფასება წერილობით, რის შემდეგაც მონაწილეები დაჯილდოვდებიან დამადასტურებელი სერტიფიკატებით.

კონკურსში მონაწილეობის პირობები

თუ ხარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის პირველი ან მეორე კურსის სტუდენტი და გსურს გახდე პროექტ ილიაუნი+-ის მონაწილე, მაშინ შეავსე სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა (მისი ყველა ველი) არაუგვიანეს 2016 წლის 10 მარტისა და დაელოდე ჩვენს პასუხს.

გაითვალისწინე, რომ პროექტის 50 მონაწილე შეირჩევა სწორედ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე.

რატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში:

  • მიიღებ საინტერესო გამოცდილებას და გაიფართოებ ინტერესთა სფეროს;
  • გაიცნობ და დაუმეგობრდები განსხვავებული გამოცდილებისა და ინტერესების მქონე ადამიანებს;
  • არაფორმალურ გარემოში შეხვდები ლექტორებს და შენთვის საინტერესო საკითხებზე მიიღებ ინფორმაციას;
  • სიღრმისეულად გაიცნობ უნივერსიტეტს, რა შესაძლებლობებს გთავაზობს ის, რაც დაგეხმარება კიდევ უფრო საინტერესო გახადო შენი სტუდენტური ცხოვრება და გახდე წარმატებული.

საკონტაქტო ინფორმაცია:

☏ 2 29 47 11
✉student.service@iliauni.edu.ge
Facebook page

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები