ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტი ADS GEORGIA – კომპანია "Redberry"-ის კვირეული

ღონისძიებები

27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი "ADS GEORGIA".

პროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან.

4-9 დეკემბერს ADS Georgia-ს ფარგლებში ილიაუნიში გაიმართება კომპანია "Redberry"-ის კვირეული. მეორე შეხვედრას გამართავს "Redberry"-ის აღასრულებელი დირექტორი გაგა დარსალია თემაზე „გამოუყენებელი ციფრული შესაძლებლობები“. მომხსენებელი      ვრცლად ისაუბრებს აუთვისებელი ციფრული სამყაროს შესახებ.

დრო: 7 დეკემბერი,16:30 საათი

ადგილი: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სრულად პროექტის შესახებ: https://www.facebook.com/events/193428621205678/

დაინტერესებულები გაერთანდით ADS Georgia-ს Facebook ჯგუფში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge 
032 2 22 00 09 (270)

ბანერები