ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროექტ CIBELES-ის შემაჯამებელი ღონისძიება

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ტემპუსის პროექტ CIBELES-ის შემაჯამებელ ღონისძიებას.
 
მოგახსენებთ, რომ პროექტ CIBELES-ის მიზანია, ხელი შეუწყოს  ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიას შორის  თანამშრომლობის ფარგლებში  გარემოს დაცვის მიმართულების შესწავლის გაუმჯობესებას. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურიკულუმის რეფორმირება-განვითარებას გარემოს დაცვის მიმართულებით და პროფესორ-მასწავლებლების უნარ-ჩვევების ამაღლებას. CIBELES-ის პროექტში ჩართულნი არიან ევროპისა და ცენტრალური აზიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. საქართველდან პროექტში მონაწილეობენ იაკობ გოგოებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტის ფარგლებში  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომზადდა სამაგისტრო პროგრამა, ხოლო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი მეტყევეობის საბაკალავრო პროგრამა.
 
პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 15:00 საათიდან 16:00 საათამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 106-ე საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 2, G კორპუსი). აღნიშნული ღონისძიების მიზანია პროექტის შედეგების საზოგადოებისთვის წარდგენა.

ბანერები