ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროცესების ავტომატიზაცია Python - ის გამოყენებით

ღონისძიებები

15 ივნისს კომპანია ExactPro ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და DevOps Georgia-ის ორგანიზებით გამართავს შეხვედრას IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. Meetup-ის მხარდამჭერია GeoSTQB, საერთაშორისო ტესტირების სასერტიფიკაციო ორგანიზაციის ISTQB-ის წარმომადგენელი საქართველოში.

თემა: პროცესების ავტომატიზაცია Python-ის გამოყენებით

მომხსენებლები განიხილავენ DevOps-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებისა და ავტომატიზაციის მიმდინარე ტენდენციებს.

Მომხსენებლები:

  • ერეკლე მაღრაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის დირექტორი, DevOps Georgia-ის თანადამფუძნებელი, Quantori-ის წამყვანი Devops ინჟინერი;
  • სოფო შანყულაშვილი, Exactpro Georgia-ის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი;
  • გიორგი კერატიშვილი,DevOps Georgia Community-ის ლიდერი, Epam Systems-ის წამყვანი სისტემური ინჟინერი.

შეხვედრა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. სესიები ჩატარდება G106 აუდიტორიაში და გადაიცემა Facebook live-ის საშუალებით.

დღის წესრიგი:

  • 17:00 - რეგისტრაცია & ფურშეტი
  • 18:00 - ღონისძიების გახსნა & Facebook live ტრანსლაცია

Სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 15 ივნისი, 17:00-20:00 საათი

Facebook live: 18:00-20:00

ადგილმდებარეობა: G106, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი, გიორგი წერეთლის ქ. N1

Დეტალური ინფორმაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: bit.ly/45D84fY

დასწრება უფასოა.

2023

 

ბანერები