ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პრეზენტაცია სამეცნიერო ელექტრონული რესურსების შესახებ

ღონისძიებები

8 ივნისს, 16:00 საათზე, A101-ე აუდიტორიაში (მის.: ჭავჭავაძის 32), გაიმართება პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ხელმისაწვდომი სამეცნიერო ელექტრონული რესურსების შესახებ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება თითოეული ბაზის სამეცნიერო მიმართულება და მნიშვნელობა. ასევე, ბიბლიოთეკის მიერ შემოთავაზებულ რესურსებზე წვდომისა და მათი გამოყენების შესახებ სერვისები (გაიდები, ტრენინგები, კონსულტაციები და სხვ). პრეზენტაცია გაიმართება ინტერაქციულ ფორმატში, სადაც სტუმრებს საშუალება ექნებათ აქტიურად ჩაერთონ, დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ, ადგილზე, პრაქტიკულად გამოსცადონ ელ. ბაზების საძიებელი ინსტრუმენტები და მოიძიონ სტატიები, წიგნები და სხვ. ინფორმაცია.

ბანერები