ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პრემიერა მიშელ ფერმოს კინოსცენარის – „დანიმ ჩიტი დაიჭირა“ – მიხედვით

ღონისძიებები

19 და 21 იანვარს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონზე მესამე პრემიერას ითამაშებს.

„დანიმ ჩიტი დაიჭირა“ სპექტაკლის განახლებული პრემიერაა. მაია ჩართოლანმა ეს კომედია 2013 წელს თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში დადგა. სპექტაკლში ამავე თეატრის მსახიობები მონაწილეობდნენ, რომლებიც ამჯერად სპექტაკლს ილიაუნის თეატრის მაყურებლისთვის განაახლებენ.

სპექტაკლის მხატვარია ქეთი თოდაძე, ქორეოგრაფი – ანანო სამსონაძე, მუსიკალური გამფორმებელი – ანა ზამბახიძე.

დრო: 19, 21 იანვარი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები