ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პრემიერა ილიუნის თეატრში

ღონისძიებები

17 და 18 ივნისს, 19.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) მორიგ პრემიერას გამართავს. წარმოდგენილი იქნება ლალი კეკელიძის პიესა ”კომედია ტრაგედიაზე, ანუ, „ЧАЙКА“ ПО ГРУЗИНСКИ, ВО ВРЕМЯ РУССКОГО ЧАЕПИТИЯ.” სპექტაკლის რეჟისორი, ქორეოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი გახლავთ თავად ლალი კეკელიძე, მხატვრები - ბექა სადაღაშვილი და თამუნა ჭავჭანიძე. სპექტაკლში პროფესიონალ მსახიობებთან ერთად (მიშა არჯევანიძე, გიორგი კალანდარიშვილი, ქეთი ასათიანი, ნიკა წერედიანი, ანდრო ბარათაშვილი, ზაზა ვაშაყმაძე, მაია გელოვანი, ეკა დემეტრაძე) მონაწილეობას იღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის პირველი კურსის სტუდენტები (ლაშა ამბიძე, გიორგი მოსიაშვილი, გიორგი შაქარაშვილი).

პიესა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით შეიქმნა. ორი მთავარი პერსონაჟი ივან პეტროვიჩი და პეტრე ივანოვიჩი ერთმანეთთან, რუსეთის პოლიტიკოსების მსგავსად, ხისტი, მდაბიო ენით მეტყველებენ და პუტინის რუსეთის ზრახვებს საქართველოს, კავკასიის და ზოგადად მსოფლიოს მიმართ დაუფარავად და ღიად ახმოვანებენ.

ბანერები