
ღონისძიებები
19 მარტი, 2025

ღონისძიებები
15 მარტი, 2025

ღონისძიებები
7 მარტი, 2025
პრემიერა ედინბურგში
ღონისძიებები
21 მაისს, შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კომპოზიტორი მარინა ადამიას ახალი კომპოზიციის, Homage, პრემიერა.
ნაწარმოებს, რომელიც კლარნეტის, ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოსთვისაა, ასრულებს ბრიტანული ანსამბლი Artisan Trio. კონცერტი წარმოადგენს ნაწილს კონცერტების სერიისა, რომელსაც Pendulum Series ჰქვია. ამ ციკლის თითოეული კონცერტი მიძღვნილია ედინბურგის უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის მიერ გამოშვებული კომპოზიტორი ქალებისადმი, რომლებიც დღეს საერთაშორისო სივრცეში მოღვაწეობენ. 21 მაისის კონცერტის პროგრამა მთლიანად მარინა ადამიას მიერაა შედგენილი და მის ნაწარმოებთან ერთად წარმოადგენს იმ კომპოზიტორების მუსიკას, რომელთა შემოქმედებაც მნიშვნელოვანი იყო მისთვის.