ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

PPRTC-ის პრეზენტაცია

ღონისძიებები

11 მარტს, 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207-ში გაიმართება საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ოფიციალური პრეზენტაცია. პრეზენტაციას წარმოგიდგენთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა G-PAC - „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“.

საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიზანია, უზრუნველყოს აკადემიური პერსონალის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საჯარო სექტორის ჩართულობა მიზნობრივ საჯარო კვლევებსა და ტრენინგებში, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოში საჯარო პოლიტიკის ანალიზისკენ. ცენტრის მისიისა და საქმიანობის შესახებ დაწვრილებით პრეზენტაციაზე შეიტყობთ.

სიტყვით გამოვლენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია; USAID-ის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, სტეფან ჰაიკინი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ქაროსანიძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის კოორდინატორს, ნინო იმედაშვილს.
ტელ: 599 48 70 47
ელფოსტა: nino.imedashvili.1@iliauni.edu.ge

იხილეთ პროგრამა>>>

ბანერები