ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

PPRTC-ის მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის ფარგლებში საჯარო ლექცია ტურიზმის თემაზე

ღონისძიებები

20 დეკემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ბეგაძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ეროვნული ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია“.

მომხსენებელი ისაუბრებს ტურიზმის პოლიტიკის დინამიკაზე უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც ეს სფერო მოიცავს.

საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის - „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ - ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე.

ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

დრო: 20 დეკემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები