ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„პოსტსაბჭოთა დრამატურგია“ ილიაუნის თეატრში

ღონისძიებები

27 ნოემბერს, 11:00 საათზე, ილიაუნის თეატრში (ჭავჭავაძის გამზ.32) შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ გამოცემული პიესების და წერილების კრებულის „პოსტსაბჭოთა დარამატურგია“ პრეზენტაცია და კრებულში შესული პიესების „თეატრალიზებული კითხვები“

600 გვერდიანი გამოცემა  „პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგია - აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეშიწარმოადგენს პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგიაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების ანალიზს საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე. კრებული იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ის მომზადებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, რაც ზრდის მის დანიშნულებას და რეალიზაციის არეალს.

კრებულში ფართოდ არის წარმოდგენილი თანამედროვე ქართული დრამატურგიის ტენდენციების ანალიზი საკუთრივ დრამატურგიასთან ერთად.

ეს არის ოცწლიანი პერიოდის კომპლექსურად გააზრების პირველი მცდელობა  ინფორმაციული ვაკუუმის ამოვსების მიზნით. ამ უმნიშვნელოვანესი, აქტუალური და პრობლემატური საკითხის კვლევაში ქართველებთან ერთად ჩართული იყვნენ უცხოელი თეატრის კრიტიკოსები და დრამატურგები ლიტვიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან, რომლებმაც წარმოადგინესახალი დროისავტორები და შეეცადნენ გაეანალიზებინათ თეატრსა და დრამატურგიაში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები საკუთარი ქვეყნის მაგალითზე.

გამოცემა კარგი საჩუქარია არა მხოლოდ ამ საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის, არამედ ქართველი და უცხოელი რეჟისორებისთვის, რომლებიც ხშირად უჩივიან თანამედროვე პიესების თარგმანების ნაკლებობას.

გამოცემა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თანამედროვე დრამატურგიისა და პროფესიული თეატრალური ლიტერატურის მთარგმნელობითი და კვლევითი ცენტრის, ილიაუნის თეატრის მხარდაჭერით.

პოსტსაბჭოთა ქვეყნების დრამატურგიის კრებულში დაბეჭდილია ახალი თაობის ცნობილი დრამატურგების დიანა ბალიკოს, ნინა ბელენიცკაიას, ნედა ნეჟდანას, ისმაილ იმანოვის, ნათელა ოსმანლის, ვლადიმერ სნეგურჩენკოს, იულიუს კელერასის, ელჩინის, კარინე ხოდოკიანის, ლაშა ბუღაძის, რეზო კლდიაშვილის, ნიკუშა ანთაძის და ოთარ ქათამაძის პიესები.

გამოცემის შემდეგ ილიაუნის თეატრში გაიმართება პიესებისთეატრალიზებული კითხვა“, რომელიც მოამზადეს ახალგაზრდა რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ, პაატა ციკოლიამ, ნინი ჩაკვეტაძემ, გიორგი ჩხაიძემ, გიორგი ლომთაძემ და სხვებმა. „თეატრალიზებულ კითხვებშიილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის სტუდენტები მონაწილეოებენ.


საერთაშორისო ფორუმის სრული პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ>>

 

ბანერები