ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

” პოლონეთის როლი ევროკავშირში” - საჯარო ლექცია

25 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში, (A კორპუსი, აუდიტორია 101) პოლონეთის ელჩი ევროკავშირში ურშულა დოროშევსკა წაიკითხავს ლექციას პოლონეთის როლზე ევროკავშირში.

2004 წლის 1 მაისიდან პოლონეთი ევროკავშირის წევრია. ურშულა დოროშევსკა, ვარშავის უნივერსიტეტის ექსპერტი და პედაგოგი აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში 2008 წლიდან არის პოლონეთის ელჩი საქართველოში. იგი 90-იანი წლებიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტია, მოგზაურობდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, აქვეყნებდა სტატიებსა და კვლევებს როგორც პოლონურ, ასევე უცხოურ პრესაში. იყო სხვადასხვა პროექტის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციებში. ამ პროექტებში ურშულა დოროშევსკა სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში დემოკრატიის განვითარებასა და კონფლიქტების გადაჭრას ეხებოდა.

მობრძანდით, რათა გაიგოთ უფრო მეტი პოლონეთის როლზე ევროკავშირში.

იხილეთ

ბანერები