ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პოლიტოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

23 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან ხუციშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე:„თბილისი – ღია თუ დახურული ქალაქი?“

თემის მოკლე აღწერა

პროექტის ფარგლებში თბილისი შეფასდა რიჩარდ სენეტას მიერ შემოთავაზებული ღია და დახურული ქალაქის კრიტერიუმების მიხედვით, ასევე თანამედროვე ურბანული ტენდენციების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ქალაქების ფუნქციონირების პროცესში გონიერი ქალაქების ინსტრუმენტების როლის ზრდას, ასევე შეფასდა თბილისის გონიერ ქალაქად გარდაქმნის შესაძლებლობები და ქალაქში ამ მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯები. უკვე არსებული მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებთ შეფასდა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს გონიერი ქალაქის ინსტრუმენტების გამოყენებამ თბილისის ღიაობის ხარისხზე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა „გონიერი ქალაქის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“, რომლის პრეზენტაციაც შეხვედრაზე გაიმართება.

დრო: 23 დეკემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები