ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პოლიტოლოგ ზვიად აბაშიძის საჯარო ლექცია: მულტიკულტურალიზმის საკითხები თანამედროვე სამყაროში

ღონისძიებები

22 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ზვიად აბაშიძე, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მულტიკულტურალიზმის საკითხები თანამედროვე სამყაროში“.

ლექციაზე განიხილება კულტურათა სხვადასხვაობის გავლენა მსოფლიო პოლიტიკურ ლანდშაფტზე. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: როგორია თანამედროვე დასავლეთში კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების თანაცხოვრების მოდელები და რა კავშირშია ეს ყველაფერი თანამედროვე ერი-სახელმწიფოს ტრადიციულ გაგებასთან; რას ნიშნავს „კულტურული საზოგადოება“ და როგორია მისი პრაქტიკაში დანერგვის შედეგები.

მომხსენებლის შესახებ

ზვიად აბაშიძე პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორია. მისი საკვლევი სფეროებია: პოლიტიკური თეორიები, შედარებითი პოლიტიკა, ნაციონალიზმის, ეთნიკურობისა და უმცირესობების საკითხები. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე კითხულობს შემდეგ სალექციო კურსებს: შესავალი პოლიტიკურ მეცნიერებაში, შედარებითი პოლიტიკა, პოლიტიკური თეორიის ძირითადი პრობლემები და მე-20 საუკუნის პოლიტიკური თეორიები.

დრო: 22 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები