ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პოლ ფიდესის საჯარო ლექციები

ღონისძიებები

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი მასპინძლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის სისტემატური თეოლოგიის პროფესორს, პოლ ფიდესს http://bit.ly/1ithiCa, რომლის კვლევის ინტერესებია ქრისტიანული დოქტრინა მე-19 - მე-20 საუკუნეებში და კავშირები თეოლოგიასა და ინგლისურ ლიტერატურას შორის. პოლ ფიდესი ჩაატარებს სამ საჯარო ლექციას თემაზე ”შექსპირი და რელიგია”.

ლექციაზე განხილული იქნება შექსპირის სამი თვალსდაჩინო ნაწარმოების ”მეფე ლირის”, ”ზაფხულის ღამის სიზმრის” და ”ქარიშხლის” რელიგიურ-თეოლოგიური ასპექტები. ლექციების თანმიმდევრობა ასეთია:

I ლექცია: შექსპირის ”ზაფხულის ღამის სიზმარი” და სიყვარულის თვალით დანახვა;
II ლექცია: შექსპირის ”მეფე ლირი” და სიკვდილის სერიოზულად აღქმა;
III ლექცია: შექსპირის ”ქარიშხალი”  და შენდობის ძალა.

საჯარო  ლექციების დრო და ადგილმდებარეობა:

2-3 ივლისი, 15:00 საათი, G 106 აუდიტორია
4 ივლისი, 13:00 საათი, G 106 აუდიტორია

ლექცია ითარგმნება ქართულად

დასწრება თავისუფალია.

ბანერები