ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პოეზიის საღამო ილიაუნის თეატრში

ღონისძიებები

8 მაისს 19:00 საათზე ილიაუნის თეატრში გაიმართება ლიკა ოხანაშვილის პოეზიის საღამო, სადაც ლიკა წაიკითხავს საკუთარ ლექსებს და ერთ პროზაულ ნაწარმოებს.

ლიკა ოხანაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი და ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბ ”ლემადე”-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

მისი ნაწარმოებები შესულია მწერალთა კავშირის მიერ გამოცემულ ახალგაზრდა პოეტთა კრებულებში ”მერანი 2009”, ”მერანი2010”, მერანი2011”, ახალგაზრდა პროზაიკოსთა კრებულში ”ალავერდი”  ლიტერატურული საიტის მიერ გამოცემულ წიგნში „ურაკპარაკი2008“,  ”ლექსების გამოფენა 3”.

მალე გამოიცემა მისი პირველი კრებულიც.

შემოქმედებით საღამოებს ლიკა ოხანაშვილი პერიოდულად ატარებს.

საღამოზე დასწრება თავისუფალია!

ბანერები