ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

''Plant Diversity in the Central Caucasus: A Quantitative Assessment'' („ცენტრალური კავკასიონის მცენარეთა მრავალფეროვნება:რაოდენობრივი შეფასება“) – წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“

ღონისძიებები

27 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების – გია ნახუცრიშვილის, ოთარ აბდალაძის, ქეთევან ბაცაცაშვილის – და ბაზელის (შვეიცარია) უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის პროფესორების – ევა შპენის, ქრისტიან კიორნერის, ილიაუნის საპატიო დოქტორის – თანაავტორობით გამოცემული წიგნის ''Plant Diversity in the Central Caucasus: A Quantitative Assessment'' პრეზენტაცია. ის 2017 წელს გამომცემლობა ''Springer''-მა გამოსცა.  

წიგნი ეხება მაღალმთის მცენარეთა მრავალფეროვნებასა და ეკოლოგიას.

 

დრო: 27 ნოემბერი, 17:00 საათი.

ადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები