ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პირველკურსელების მიღების ცერემონიალი - Welcome Party 2016

ღონისძიებები

პირველკურსელების მიღების ცერემონიალი - Welcome Party 2016 - ვაკის პარკში, 24 სექტემბერს, 20:00 საათზე, ტრადიციულად, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე გაიმართება.

პირველკურსელებს სწავლის დაწყებას მიულოცავენ ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია და ფაკულტეტების დეკანები. წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 4000-მდე პირველკურსელმა ჩააბარა. მათგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე წარმატებულები ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან. სპეციალურად პირველკურსელებისთვის გაიმართება კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგაც მოეწყობა გრანდიოზული ფოიერვერკი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს მეხუთედ ატარებს სამეცნიერო პიკნიკს. სპეციალურად გაშლილ კარვებში სამეცნიერო ჯგუფები საინტერესო ექსპერიმენტებსა და ინტერაქციულ გამოფენებს წარმოადგენენ. პიკნიკისმთავარი ამოცანაა, სახალისო ფორმით წარმოაჩინოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, განსაკუთრებით - საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. ამდენად, ღონისძიება, უპირველესად, განკუთვნილია სკოლის ასაკისმოზარდებისთვის, თუმცა საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

სამეცნიერო პიკნიკი 2016 ვაკის პარკში 12:00 საათზე გაიხსნება და მთელი დღით უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, 20:00 საათზე კი მთავარი სცენა პირველკურსელთა მიღების ცერემონიალს დაეთმობა.

გილოცავთ ილიაუნელობას!

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები