ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პირველკურსელების მიღების ცერემონია – WELCOME PARTY 2022

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელების მიღების ცერემონია 24 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზოში გაიმართება.

ღონისძიებას გახსნის და ახალწვეულებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე მიულოცავს.

ტრადიციულად, ღონისძიების მთავარ სცენაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკურსებში წარმატებულ პირველკურსელებს.

დაჯილდოების შემდეგ Bedford Falls-ის ლაივი გაიმართება.

გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით!

დრო: 24 სექტემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

ბანერები