ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი

ღონისძიებები

საქართველოში იწყება პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი, რომელიც ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო გამოწვევა და განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობაა.

ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), რეგიონული განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესება- განვითარებას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას.

საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

პროექტით დაგეგმილია ტრენინგები, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი პირველი ნაბიჯია უნივერსიტეტებს შორის მეწარმეობის მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებისა და ინოვაციურ მეწარმეობაში ინტერდისციპლინური მიდგომების შემუშავება-დანერგვაში. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველი სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს;
  • მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად (ინდივიდუალური განაცხადები არ განიხილება);
  • ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

პირველ ეტაპზე საჭიროა რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3KFYbCV

პრიზი

კონკურსში გამარჯვებული გუნდი ერთი კვირით გაემგზავრება კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროგრამაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია!

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 4 მაისი

სამუშაო ენა: ქართული

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge

2022 წელი

 

 

 

 

ბანერები