ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი

ღონისძიებები

სულ მალე საქართველოში სტარტს აიღებს პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი, რომელიც ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო გამოწვევა და ამავდროულად განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობაა.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესება- განვითარებას და ქართველი სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას.

საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობს 17 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

კონკურსის ძირითადი ეტაპები განხორციელდება 2020 წლის 20 იანვრიდან და საზეიმოდ დასრულდება აპრილის ბოლოს.

გამარჯვებული გუნდები სპონსორებისგან მიიღებენ სოლიდურ პრიზებს.

ამასთან 19 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე დაგეგმილია 1-დღიანი ტრენინგების გამართვა, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები.

პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი გაიმართება კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), რეგიონული განვითარების სააგენტოს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • კონკურსანტი უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი;

  • კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად (ინდივიდუალური განაცხადები არ განიხილება);

  • ჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წევრს.

როგორ მიიღოთ მონაწილეობა?

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე და გაიაროთ რეგისტრაცია.

https://forms.gle/wcWLBu4R6tHjS9xa6 

რეგისტრაცია სავალდებულოა!

პროგრამაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია!

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 20 დეკემბერი

სამუშაო ენა: ქართული


შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

ელფოსტა: zoomout@iliauni.edu.ge 

ბანერები