ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”პირსონი და კომპანია” - ღია კარის დღე ილიაუნის სტუდენტებისთვის

ღონისძიებები

13 ოქტომბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ”პირსონი და კომპანია” ილიაუნის სტუდენტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს.

”პირსონი და კომპანია” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინგლისური ენის სწავლებას ახალი პროგრამითა და სწავლების სრულიად ახალი სისტემით სთავაზობს. შეიქმნა ახალი ელექტრონული სწავლების რესურსები. კურსი ხორციელდება როგორც სააუდიტორიო, ასევე ონლაინ რეჟიმში. MyEnglishLab-ის ონლაინ დავალებები და შეფასების სისტემა მიზნად ისახავს სწავლების პროცესში სტუდენტების აღქმისა და გაგების უნარების განვითარებას.

ბეჭდურ და ონლაინ სასწავლო რესურსებთან ერთად, ”პირსონმა” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა ინგლისური ენის ყველა დონის შესაბამისი მასალა, რაც მოიცავს:

  • ზოგადი, აკადემიური და პროფესიული ინგლისურის შემსწავლელ სახელმძღვანელოებს;
  • პრაქტიკასა და შეფასებას MyEnglishLabs-ის პროგრამის გამოყენებით;
  • ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებულ ტესტს (PTE).

სტუდენტები სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებენ.

ღია კარის დღეზე სტუდენტები სიღრმისეულად გაეცნობიან ”პირსონისა და კომპანიის” პროექტს - „ინგლისური წიგნი საქართველოში“ და მის სხვა ახალ შეთავაზებებს. ასევე, მიიღებენ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს.

დრო: 13 ოქტომბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები