ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პიერ პაოლო პაზოლინის “ქუჩის ბიჭები” - წიგნის პრეზენტაცია

ღონისძიებები

29 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”დიოგენე“ გიწვევთ პიერ პაოლო პაზოლინის რომანის პრეზენტაციაზე. რომანს სახელწოდებით “ქუჩის ბიჭები” მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე და პოეტი შოთა იათაშვილი წარადგენენ.

ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) ”ქუჩის ბიჭები” 1956 წელს გამოვიდა და ერთბაშად მოიპოვა პოპულარობა, თუმცა რომანი მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს, ავტორს კი სასამართლოში უჩივლეს.

რომანში მოქმედება 1940-50-იან წლებში მიმდინარეობს. ჩვენ თვალწინ იშლება გერმანული ოკუპაციისა და ომის შემდგომდროინდელი რომი - ღარიბული გარეუბნებისა და მუდმივად ქუჩაში მოწანწალე ნახევრად მშიერი ბიჭების ქალაქი. ამ ბიჭების ერთადერთი საზრუნავი თავის გატანაა, რისთვისაც ისინი არაფერს ერიდებიან. პრეზენტაციის დღეს წიგნი 14.90 ლარის ნაცვლად 10 ლარად გაიყიდება.

დრო: 29 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები